12 721 ხმა “ქართული ოცნება”, 12 448 ხმა “ნაციონალური მოძრაობა” – ცესკოს ვებ–გვერდზე 44–ე ახალცხის ოლქის ყველა ოქმი აიტვირთა, რომლის მიხედვითაც, 5%–იანი სხვაობა 1%–მდე შემცირდა.
53–ვე უბნის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 43% მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 42%. პროპორციული სიით არჩევნებში ” ოცნებამ” “ნაციონალები”273 ხმით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარული სისტემით, ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში “ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. 23:00 საათის მონაცმებით, ვაჟა ჩიტაშვილმა 11 862 ხმა (44.6%) მოიპოვა, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი კოპაძემ – 10 326 ხმა (38.83%).
იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა, დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას გიორგი კოპაძე და ვაჟა ჩიტაშვილი მიიღებენ.
არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს.
თიკო კურტანიძე