ჯანდაცვა
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - ჯეოჰოსპიტალი
დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, ქალს დამწვრობა აქვს და სავარაუდოდ, კომპრესიული დაზიანებაც,დაახლოებით 19:15 სთ-ზე ათი წუთით გაუჩერდა გული, ახლაც უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს უკიდურესად მძიმედ - განაცხადა ბორჯომის ჯეოჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარაბაძემ.
ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებით 17:00 სთ-თვის სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ლიკანში აფეთქება, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. დაზიანდა პირველი და მეორე სართულის საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია.
გააზიარეთ :