14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა
ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს შეიმუშავებს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.
მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე, 220 მილიონ ადამიანს აქვს და უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა ეს რიცხვი 2030 წლისთვის 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.