ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკეისრო კვეთის გაზრდილი რაოდენობის გამო, მოსალოდნელია დემოგრაფიული პრობლემების შექმნა
დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით - ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
როგორც მინისტრმა განმარტა, მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობაა.
„ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ და შეიძლება რებრენდინგზე ვიფიქროთ, რათა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული. რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.