სასწრაფო დახმარების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაშავებული რუსთაველზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანია დაშავებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგად.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნავენ, არიან დაშავებულები, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილს კი მედიკოსები დახმარებას ადგილზე უწევენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.