როგორია D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები
ჭარბი ოფლიანობა, მტვრევადი ფრჩხილები და რიგი სხვა არა აშკარა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს D ვიტამინის დეფიციტზე.
D ვიტამინის დეფიციტი ასევე შეიძლება გამოვლინდეს განწყობის ხშირი ცვალებადობით, დაღლილობით, ძილის დარღვევით და კუნთების სისუსტით. გარდა ამისა, ამ ნივთიერების ქრონიკული დეფიციტის დროს, ადამიანს ხშირად აწუხებს გაციება, გრძნობს მუდმივ დაღლილობას და იმატებს წონაში.
ვიტამინი D პასუხისმგებელია ორგანიზმში მრავალი პროცესის რეგულირებაზე. კერძოდ, ამცირებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარების რისკს, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლისა და იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე, ეს ნივთიერება პასუხისმგებელია ძვლის ზრდასა და სისხლის ნორმალურ შედედებაზე. ამავდროულად, ბევრ ადამიანს ემუქრება D ვიტამინის დეფიციტი, რადგან ის ორგანიზმში მხოლოდ საკვებით ან საკვები დანამატებით ხვდება და კანში სინთეზირდება მხოლოდ მზის სხივების გავლენით.
D ვიტამინით მდიდარია: რძის პროდუქტები, სოკო, ცხიმიანი თევზი, ძროხის ღვიძლი, კვერცხის გული.