ჯანდაცვა
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 30 მარტს, მსოფლიო ექიმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ პროფესიის განსაკუთრებული სირთულე კი კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ხაზგასმით დაანახა მსოფლიოს.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ექიმების შესახებ:
- რაც ყველამ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, ექიმების უმეტესობას ცუდი კალიგრაფია აქვს.
- მშობლებს უყვართ იმის თქმა, რომ მათი შვილი ექიმია ან ექიმი უნდა გამოვიდეს.
- ექიმების საერთაშორისო დღე 30 მარტს აღინიშნება.
- პირველი ქირურგიული ოპერაცია ეგვიპტეში ჩატარდა.
- თეთრი ხალათი ექიმის უნიფორმად 1800 წლიდანაა.
- მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.
- ძველად, ჩინელი და ინდოელი ექიმები ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდნენ ისეთ ჰალუცინაგენურ პრეპარატებს, როგორიცაა მარიხუანა და ჰაშიში.
- პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა სამედიცინო ხარისხი აშშ-ში იყო ელიზაბეტ ბლექველი.
გააზიარეთ :