ყირიმ-კონგოს ცხელებით წყალთბილაში მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხის სოფელ წყალთბილაში 60 წლამდე კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა.
გარდაცვლილმა ექიმმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს მიმართა, მოგვიანებით ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, სოფლის ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წელს ყირიმ-კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში რვა ადამიანი დაავადდა - მათ შორის მუსხში, ტოლოშში, წყალთბილასა და ადიგენის სოფელ ნაქურდევში.