SSSS
ჯანდაცვა
სოფლები ამბულატორიების და ექიმების გარეშე
სოფელი წინუბანი, ექთნის ოთახი

ლალი ყურმაშვილი ახალციხის სოფელ გურკელში ცხოვრობს. პენსიონერ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმის კონსულტაცია ხშირად სჭირდება. ასეთ დროს ან სასწრაფოში რეკავს, ან თავად მიდის ახალციხეში, რომელიც მისი სოფლიდან 22 კმ-ით არის დაშორებული. სოფელში ექიმი არ არის. უბნის ექიმის კონსულტაციის მისაღებად კი სოფელ აგარაში უნდა ჩავიდეს, სადაც თემის ამბულატორია მდებარეობს. აქ ექიმი კვირაში ორი დღეა და ხუთი სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ამ გრაფიკს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც ემატება, ამიტომ პაციენტს ურჩევნია, რომ პირდაპირ ქალაქში კლინიკას მიმართოს.

„ჩვენთან ექთანია, უცბად რომ დაგვჭირდეს. ექიმი სოფელ აგარაში მოდის. ვინმეს ცუდად თუ გახდა სასწრაფოს გამოვუძახებთ, ადგილობრივი ექთანი მაგდენს ვერ გარისკავს“.

გურკელის მეზობელ წინუბანში არის სამედიცინო პუნქტი, რომელიც ორი სოფლის - გურკელისა და წინუბნის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. აქ სოფლის მოსახლეობას შეუძლია ექთნის მომსახურება მიიღოს. სამედიცინო პუნქტს პატარა ოთახი წარმოადგენს, სადაც ორო სკამი, მაგიდა და ძველი ტუმბო დგას. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პუნქტში არც სამედიცინო ინვენტარია და არც მედიკამენტები, რომელიც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო.

„ექთნის ოთახი გვაქვს, მაგრამ შიგ არაფერია. კაცს რომ ხელი გაეჭრას, ექთანს ბინტი ხომ უნდა ჰქონდეს? წნევის გაზომვა რომ დასჭირდეს, ხომ უნდა დაგეხმაროს? გაურკვეველია, ვინ აკონტროლებს და ვინ აფინანსებს“,
- ამბობს სოფელ წინუბნის მკვიდრი გიორგი ზაზაძე.

„ინვენტარი გვინდა ყველა შემთხვევაში, გამოცდილი ექთნები გვყავს სოფლებში, 30-40-წლიანი გამოცდილებით, თუ საჭიროა გადასხმასაც აკეთებენ და ვენაშიც შედიან“
, - თანასოფლელს ეთანხმება გიორგი ზაზაძე.

სამედიცინო პუნქტს ექთანი ვენერა გოგოლაძე ყოველ დღე აღებს. ის 11 წელია ორი სოფლის მოსახლეობას პირველად დახმარებას უწევს.

„რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. ვინმეს წნევის გაზომვა რომ დასჭირდეს, ინიექციები თუ აქვს დანიშნული, მაგას ვუკეთებ. თუ ექიმის გასინჯვა უნდათ, უნდა ჩავიდნენ აგარის ამბულატორიაში, აცრებიც იქ ტარდება. მედიკამენტები ჩვენ არ გვაქვს, პაციენტი თუ მოიტანს იმას გავუკეთებ. წნევის აპარატი, ბინტი, ბამბა ჩემი მაქვს. ზოგჯერ პუნქტში ვარ, ზოგჯერ სახლში ვაკითხავ. სოფლის ექთანს გადასხმის გაკეთების უფლება არ აქვს“,
- გვიხსნის ვენერა გოგოლაძე.

ახალციხის ხუთ სოფელს - ზიკილიას, საყუნეთს, აგარას, წინუბანს და გურკელს მხოლოდ ერთი ამბულატორია აქვს. ექიმი ეთერ მერაბიშვილი ახალციხიდან აგარის ამბულატორიაში კვირაში ორი დღე - ორშაბათს და ხუთშაბათს მიდის. მან უნდა მოასწროს საღამომდე ხუთი სოფლის მოსახლეობას ჩაუტაროს კონსულტაცია.

„თუ აგარაში, ამბულატორიაში არ ვარ, მოდიან ახალციხეში ანალიზებზე ან ექოსკოპიაზე და აქვე ვუწევ დახმარებას. სატელეფონო კავშირიც სულ გვაქვს პაციენტს და მე ერთმანეთთან. ექთნები რომ არიან ადგილზე, მოსახლეობას არასამუშაო საათებშიც რამე რომ სჭირდება, მე მიკავშირდებიან და ვცდილობთ დავეხმაროთ. ახლა ძალიან კარგი პროგრამაა ქრონიკულ ავადმყოფებზე უფასო წამლების, გვყავს ბევრი ქრონიკული ავადმყოფი და ელექტრონულად ვუწერ წამლებს და აფთიაქში იღებენ“,
- ამბობს ეთერ მერაბიშვილი, აგარის ამბულატორიის ექიმი.

აგარაში მაცხოვრებლებს მეზობელ სოფლებზე მეტად გაუმართლათ - ამბულატორია მათთან ააშენეს და მწირი სერვისები მათთვის უფრო ხელმისაწვდომია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ექიმი პაციენტს ადგილზე კარდიოგრამას გადაუღებს, შაქარს გაუსინჯავს, რეცეპტს გამოუწერს და მიმართვას დაუწერს, რომ შესაბამისი პროფილის ექიმს კონსულტაციისთვის ახალციხეში მიმართოს.

„ასაკოვანი ვარ, წნევა მითამაშებს და მიმიკითხებია ხოლმე გასაზომად, ექთანიც აქვე ცხოვრობს. თუ ექიმი აქ არ არის და დაგვჭირდა, ვურეკავთ და მითითებას გვაძლევს და ექთანი გვიკეთებს რაც საჭიროა, ან ახალციხეში, საავადმყოფოში მივდივართ“,
- გვეუბნება სოფელ აგარაში მცხოვრები მანანა ხაბელაშვილი.

ეთერ მერაბიშვილი აგარის ამბულატორიაში სოფლის ექიმად 1989 წლიდან მუშაობს. მის მოვალეობაში პაციენტის გასინჯვა, გეგმური აცრები, ბავშვთა პატრონაჟი, ქრონიკული პაციენტების მეთვალყურეობა და მედიკამენტების ელექტრონულად გამოწერა შედის. თუ პაციენტი ვერ ახერხებს ამბულატორიაში მისვლას, ექიმი მასთან სახლშიც მიდის.

„სამსახური ტრანსპორტს არ უზრუნველყოფს, ჩვენით დავდივართ, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსებით, ზოგჯერ კერძო მანქანით მივდივარ აგარამდე. ზოგჯერ პაციენტის ოჯახი გვაკითხავს მანქანით, რომ სხვა სოფელში წაგვიყვანოს, თუ არა და ფეხით გვიწევს მიკითხება ბინაზე“.


აგარის სოფლის ექიმი პარალელურად, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობს. ამბობს, რომ ხუთი სოფლის მოსახლეობის მეთვალყურეობა არ უჭირს, რადგან მაცხოვრებლების რაოდენობა ბევრი არ არის. აქ მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სოფლები ერთმანეთისგან შორს არის. პრობლემაა ამბულატორიის მედიკამენტებით მომარაგებაც.

„პირველადი დახმარების მედიკამენტების რაღაც რაოდენობა ერთხელ მოგვაწოდეს, ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, არც მახსოვს როდის იყო. იმის შემდეგ ჩვენი ხარჯებით ვავსებთ მარაგს“.
სოფელი აგარა, ამბულატორია

სოფლის ამბულატორიებში კვალიფიკაციური კადრების სიმცირე და დაბალი ანაზღაურებაა - ამბობენ სპეციალისტები. მათი თქმით, ეს მოცემულობა ექიმებს აიძულებს სოფლის ამბულატორიის პარალელურად, კიდევ სხვა ადგილზე იმუშაოს. ამის გამო, ამბულატორია ექიმის გარეშე ხშირად რამდენიმე დღე რჩება, ეს კი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურ მუშაობას ვერ უზრუნველყოფს. კადრების დეფიციტზე საუბრობენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგშიც.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს აქვს მონიტორინგის და აუდიტის სამსახური, რომელიც ეტაპობრივად ამოწმებს ადგილზე არის თუ არა ექიმი და ექთანი. ახლა ყველა ექიმს კომპიუტერში დაუმონტაჟდა აიდი წამკითხველი, რომლითაც თავად დარეგისტრირდებიან სამსახურში მისვლისას და წამოსვლისას. მონიტორინგის საშუალებად ეს გამოინახა, რადგან ექიმები ხშირად არ იყვნენ ადგილზე. ექიმების ან მათი დღეების დამატების მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდეს. მოსახლეობასთან უფრო მეტი კონტაქტი მათ აქვთ და ამ პრობლემებზე მოსახლეობა თვითმმართველობას ესაუბრება“, - ამბობს სოფლის ექიმების კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში კახა ბერიძე.

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს. მათი ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 23 ამბულატორიაა. ამის გარდა არის სამედიცინო პუნქტები, რომლებიც ორგანიზაციას ჯერ არ აქვს აღრიცხული. სოფლის ექიმების კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში კახა ბერიძე ამბობს, რომ მათი აღრიცხვა ახლა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგიონში ოთხი ამბულატორიის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, აქედან ორი ადიგენში, თითო-თითო კი ასპინძასა და ბორჯომში.

„ახალციხეში ბევრი ახალი ამბულატორიაა, სვირის ან წყრუთის ამბულატორია შეიძლება დაემატოს სარეაბილიტაციო ამბულატორიების ნუსხას ძალიან მალე. შემდეგი იმის მიხედვით შეირჩევა, სადაც მეტი საჭიროებაა. ახალქალაქში სულ 13 ამბულატორიაა მოქმედი, დანარჩენი ავარიულ მდგომარეობაშია“.

1 000 სულ მოსახლეზე ექიმების და ექთნების რიცხვით საქართველოს მასშტაბით, სამცხე-ჯავახეთს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - ამბობს ანდრია ურუშაძე. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ამ სფეროში, რეგიონებში ყველაზე მეტი პრობლემაა. კვალიფიკაციური კადრების დეფიციტის გარდა, სპეციალისტი ზედამხედველობის პრობლემასაც ხედავს.

„ექიმების და ექთნების რაოდენობა არასაკმარისია. ერთ ექიმს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილზე სრულყოფილად იმუშაოს. ეს დეფიციტი ქმნის იმას, რომ პაციენტი მიდის ამბულატორიაში და იქ ექიმი არ არის. ის, რომ სამედიცინო პუნქტში მედიკამენტები და წნევის აპარატი არ არის, ასე არ უნდა იყოს, ეს არ არის ნორმა, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენ გვაქვს აღჭურვის სტანდარტი, რა აპარატურა უნდა იყოს და რა წამალი მის ჩანთაში. არათანაბრად არის განაწილებული სამედიცინო კადრები გეოგრაფიულად და სამედიცინო პერსონალის სერიოზული დეფიციტია. სახელმწიფომ უნდა იფიქროს, როგორ გაზარდოს მოტივაცია, როგორი სოციალური შეღავათები შევთავაზოთ და რა პირობები შევუქმნათ, რომ ექიმებს მოუნდეთ იმუშაონ სოფლად“.

ექიმებს სოფლად მუშაობა ძირითადად, დაბალი ხელფასის გამო არ სურთ. სრულ განაკვეთზე სოფლის ექიმის ანაზღაურება 930 ლარია (ხელზე ასაღები), თუ სოფელი მაღალმთიანია, ექიმის ხელფასს პენსიის ორი თვის ოდენობა ემატება. ჯამში, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1 402 ლარს. ექთნის ხელფასი კი 735 ლარია. მაღალმთიანის სტატუსის შემთხვევაში, პენსიის ერთი თვის ოდენობა და ექთნის შრომის ანაზღაურება 971 ლარამდე იზრდება. ეს თანხა უნდა ეყოს ტრანსპორტს სოფლამდე მისასვლელად, ასევე მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმები საკუთარი ჯიბიდან ყიდულობენ.

„ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ამ პრობლემების მოგვარებით. შეუძლია გაზარდოს მოტივაცია ახალგაზრდა ექიმების, რომ სოფლად იმუშაონ. არავინ უშლის, რომ დანამატები გაუკეთონ ხელფასზე, შეიძლება შესთავაზო საცხოვრებელი, ტრანსპორტი. ჩემი აზრით, სახელმწიფო ავტოპარკი პირველ რიგში, ექიმებს და მასწავლებლებს უნდა ემსახურებოდეს და არა ჩინოვნიკებს. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უკეთ იქნება ორგანიზებული ჩვენი განათლება და სამედიცინო სისტემა“, - ამბობს ანდრია ურუშაძე.

ადგილობრივი ხელისუფლება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ თვითმმართველობამ წლების წინ ახალი ამბულატორიები ააშენა, ძველებს რეაბილიტაცია ჩაუტარა და სამართავად სამედიცინო ჰოლდინგს გადასცა. სამედიცინო დაწესებულებების მუშაობასა და სერვისის ხარისხზე ახლა სწორედ ჰოლდინგია პასუხისმგებელი. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში ამბობენ, რომ პრობლემები გამოვლენილია და მათ მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა სოფლებში სამედიცინო პერსონალის შევსებას წლები სჭირდება.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -2 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა -4 °C
img
ადიგენი 6 °C
img
ბორჯომი -1 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -7 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1387
EUR
EUR
1
2.9276
RUB
RUB
100
2.7745
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.8412
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom güncel girişbetbababetbabaayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitteristanbul escortpaykwikvirabet girişdeneme bonusu veren sitelertümbet girişbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleri1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevantbypuff.comnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetimajbetzbahisbetpubliconwincratosroyalbet girişcasinolevantlayarkaca21bankobetxeno executorblox fruits scriptacehgroundsnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trBetciocasinolevantfixbetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortimajbet güncelcasinolevantekrem abibetofficecasibom girişcasibompin uppinupsekabet7slotsmarsbahiscasibom1xbetslot siteleriBetkanyondeneme bonusuistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1wincasibomlevant casinoCasinolevantCasinolevantcasino siteleriimajbet güncel girişjustin tvbetoffice yeni adresbetoffice güncel adresbetoffice yeni girişbetoffice güncel girişbetoffice girişbetofficeSekabet güncel girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetdeodacasibom girişMadridbetkingroyalvozolmarsbahismarsbahisonwindeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusumobil ödeme nakite çevirmeotobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuanmobilbahispusulabetbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetmavibetdizipalxslottaraftarium24deneme bonusu veren sitelerHiltonbet Giriş casibomGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvGaziantep escortSakarya escortMersin escortCasinopopetorobetgalabetgalabetpusulabetpusulabetbetebetmarsbahisotobetmarsbahismarsbahisdinamobetsekabeterotik film izlemeritking girişpinco girişPhilip Capitalcasibomantep escortkolaybet girişcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahisimajbetimajbetimajbetimajbetstarzbetholiganbetimajbetpusulabetpornopusulabet telegrammersobahispiabellacasinobetturkeyvaycasinobetebetbetturkeybetkanyon1winkralbetmarsbahisbetcionakitbahisbetkanyonotobetbahsegeldinamobetdumanbetbets10jogo do tigrinhofivem mod menuredz hub scriptblox fruits scriptjujutsu infinite scriptluna executorcasibomroblox fisch scripttrendbetbetturkeyroketbettaraftariumonwinultrabetgrandpashabetbetsatmeritkingbetkombetkom girişbetkom güncel girişkulisbetHabermatadorbetmeritking girişimajbet güncelcasino sitelerisnaptwittersetrabetcasibombetboohiltonbetbetmoonvbetbetcupcoinbarelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetasyabahisBetciosafirbetbetsatbetvaycasinopusulabetimajbetmatbetjojobetholiganbetmarsbahismarsbahisextrabetsavoybettingbahigoprensbetperabetmaltcasinoklasbahismariobettarafbetbiabetdeneme bonusu veren siteler forumMarsbahis girişbeste casino på nettSweet Bonanza Slot Demomarsbahistaraftarium24taraftarium24justin tvselçuksportsolipsbetbettiltbettiltbettiltvalorant spoofervbetroblox free robuxkralbetcasibom pornomavibetmavibet girişbetmatiktimebetpashagaming1xbetcasibombetturkeylivebahisstories anonimo452marsbahis comimajbet1474 commeritking1616elizabet girişmeritking girişbetparkcasibom 738.comfixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahisvaycasino,vaycasino girişcasibom girişcasino sitelericasino sitelerideneme bonusu veren canlı bahis sitelericasino siteleri 2025pusulabet452marsbahisgrandpashabet2218imajbet1474meritking1616 comcasibom 738.comcasinomhubbetcioNakitbahisbeykoz escortemergency electrician sydneycasibom girişBetboo Girişrulobetpaslanmaz çelikcasibomcasibompinbahisroyalbetbycasinomaritbetjojobetintobetolabahisnesinecasinomelbetimajbetgalabetbeykoz escortEkrem Abi Sitelersahabetjojobetonwin girişRestbet GirişKavbetstarzbet twittermatadorbet twitterbahis sitelerizbahiscasibomcasibom güncelcasibom mobilmarsbahis girişmetin2 pvpmatbetsekabetsahabetonwinimajbet girişmatbet girişsekabet girişonwin girişartemisbettarafbettaraf bettarafbetttarafbettarafbet twittertarafbet girişfacebook downloadercasibommarsbahisjojobettarafbetfixbettarafbetmatadorbetkingroyalbetciorestbetjojobetcasibomcasibomimajbetmarsbahismatadorbetholiganbetjojobetsahabet girişmarsbahis girişmatadorbet girişmatadorbet girişholiganbet girişjojobet girişstarzbet giriş, starzbet, starzbet güncel girişcasibom girişcasibomcasibomcasibomcasibomcasibomcasibomcasibomcasibom güncel girişcasibom girişimajbetbeykoz escortlordbahiscasibom jojobetimajbetmatbetonwinsekabetsahabetmatadorbetkingroyalmeritbetmarsbahisholiganbetjojobetantakya nakliyatmavibetfatih kombi servisivbetbetturkeybetturkey twitterextrabetaras kargo takipbetturkeycasibombeykoz escortcasibom girişcasibommariobetbeylikdüzü escort, esenyurt escort, avcılar escortimajbetxslotxslotxslot giriş