SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ჯანდაცვა
გაძვირდება თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალი რეგულაციების ფონზე?
სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, გამოიწვევს თუ არა კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას.

ასოციაციაში განაცხადეს, რომ განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება.

მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ტექნიკურ განახლებებს და შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს.

„რაც შეეხება ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებისას სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების გაზრდის საკითხს, მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვერ მოხდება. როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან; ამასთანავე, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ასევე, ტექნიკურ განახლებებს და შესაბამისად, შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს“,- აღნიშნავენ სტომატოლოგთა ასოციაციაში.

ინფორმაციისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სტომატოლოგიური კლინიკების პერსონალისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზეც - თანამშრომლებს მოეთხოვებათ გრიპის და წითელა - წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.

ამასთან, ყველა კლინიკა ვალდებულია, ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ინსტრუმენტების სასტერილიზაციო სივრცეში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კასეტების ქონა:

კლინიკას უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია. ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი.

ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური რეგლამენტით წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები შედგება შემდეგნაირად:

  • წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა.ანუ, ეს ჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა იყოს ორ ეტაპიანი.ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია ინსტრუმენტების შენახვის შემდეგი პირობები:
  • ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)
  • ზემოაღნიშნულისთვის კლინიკას დასჭირდება შესაბამისი საზომი საშუალებები (ტემპერატურის + ტენიანობის)
  • სიახლე, რომელსაც ვხვდებით ტექნიკურ რეგლამენტში, არის ინსტრუმენტების სტერილიზაციის ბიოლოგიური კონტროლის ჩატარების ვადები:
  • სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით.
დაზუსტდა კლინიკის პერსონალისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩასატარებელი ტრენინგების ჯერადობა (ვადები):

სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით.

დაზუსტდა იმ პროტოკოლების ჩამონათვალი, რომელიც ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს:

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე:

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება,
  • ხელის ჰიგიენა,
  • კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია,
  • ნარჩენების მართვა,
  • დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება, მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვაგანახლებული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი:
  • კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, და ყოველწლიურად აგროვებდეს ქულებს. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შედის 2025 წლიდან:

  • დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში.
  • საზოგადოებაში აქტიური განხილვის საკითხი გახდა სავალდებულო იმუნიზაციის კომპონენტი. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოდ განსაზღვრულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
  • ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალს, ასევე, მოეთხოვება გრიპის (სეზონურად)წითელას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის შესახებ მინისტრის 2019 წლის ბრძანების მიხედვით.
აქვე, დაზუსტდა C ჰეპატიტის სკრინინგის საკითხი:

6 თვეში ერთხელ – დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, - აცხადებენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetjojobethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetpusulabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastbedava iptv izlemehacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106kavbetkavbetmatbetjojobet girişGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetvaycasinovaycasino girişmatbet girişbetebetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibom girişcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbets10tipobet güncel girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106jojobet girişdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet girişjojobet