ჯანდაცვა
უბედური შემთხვევისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება.
19 იანვარს, მამაკაცი კრისტალის სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა. გარდაცვლილ 36 წლის კაცს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები, დაუზიანდა შინაგანი ორგანოები და აღენიშნებოდა მოტეხილობები.
დაღუპული კაცი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპის Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილია. ის ლების განმავლობაში ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს წარმატებული სტარტაპ ეკო-სისტემის შექმნაში.
გიორგი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ექიმისა და ფოტომემატიანის გივი ტუხაშვილის ვაჟია. ტრაგიკული შემთხვევის დროს გიორგი ბაკურიანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გააზიარეთ :