ჯანდაცვა
ახალციხეში ქალებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ
"სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" მოწვევით ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული უფასო კვლევები ჩაატარა.
"ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა და ადვოკატირება " - პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ბენეფიციართა ინფორმირებას, მობილიზებას, ტრანსპორტირებასა და სერვისით უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.
ორი დღის განმავლობაში (22, 23 აპრილი) პროგრამით ისარგებლა 25-70 წლის 153 ბენეფიციარმა. მათ შორის იყვნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები (ეთნიკურად სომეხი და კათოლიკე) და სოფლად მცხოვრები ქალები.
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის • Akhaltsikhe Referral Hospital თანამშრომლობით სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქალებს შესაბამისი მომსახურება გაუწია.
შეხვედრა ჩატარდა USAID პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს - "ქალთა ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა და ადვოკატირება " ახორციელებს ორგანიზაცია " სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა" "ჯენერეიშენ აისთან" თანამშრომლობით.
გააზიარეთ :