კახა ბერიძე ნინოწმინდის საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა
ნინოწმინდის კლინიკის ახალი დირექტორი ჰყავს. იგი ახალ პოზიციაზე დაახლოებით ორი კვირის წინ დაინიშნა. კახა ბერიძე დაიბადა და გაიზარდა ასპინძაში. 1988 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე.
კახა ბერიძე სამცხე-ჯავახეთის სოციალური დაზღვევის ფონდს ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა სამცხე-ჯავახეთისა და ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე სადაზღვევო კომპანია "იმედიელში". 2012 წლიდან ბერიძე გადავიდა თბილისის ონკოლოგიის კვლევის ცენტრ კლინიკაში.
ნინოწმინდაში გადასვლამდე მუშაობდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, აბასთუმნის ფილტვის ცენტრსა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.