დღეს, 28 ივლისს, ახალციხეში, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის მედიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები.
შეხვედრის ძირითადი თემაა ,,C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში".