დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა 17 აგვისტოს, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.