“საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება გართულება იყოს” - ექიმი მზია აბაღლობელზე
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დღეს და ხვალ მზია ამაღლობელი მათ კლინიკაში დარჩება დამატებითი კვლევბის ჩატარების მიზნით. ამის შესახებ ექიმმა ტვ პირველს განუცხადა და დასძინა, რომ ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გაკრვეული გართულებები.
“ახლა ვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების გაგრძელება და ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება უკვე მიცემული აქვს, რომელიც სრულდება და რაზეც თანხმობას აცხადებს და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.
კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ზოგადად, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს.
რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება რაღაც გართულება იყოს. შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე გავლენას ახდენს”, – თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად 26 დღეა შიმშილობს. ის კლინიკაში კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს გადაიყვანეს. მისი პოზიციაა, რომ კვლევების ჩატარების შემდეგ სურს ციხეში დაბრუნება.