გიორგი მაღრაძე: ,,ტუბერკულიოზი განაჩენი აღარ არის"
17:23 / 22.11.2017
რატომ არ უნდა იყოს გარიყული ტერკულოზით დაავადებული ადამიანი საზოგადოებისგან, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში და რა არის საჭირო სტერეოტიპების დასარღვევად – სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას ახალციხელებს უზიარებენ. ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად რეგიონებში ტუბერკულიოზის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს ატარებს.
საზოგადოებაში არსებული სტიგმა არის ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა – მიაჩნიათ ფტიზიატრებს. ტუბერკულიოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, მკურნალობის პერიოდში ავადმყოფი მუდმივად სტაციონარში ვერ იქნება –აცხადებენ მედიკოსები. ასეთ დროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობის განსაზღვრა, ასევე საზოგადოების განათლება და მხარდაჭერა – ამის შესახებ მედეა ონიანი საუბრობს.
დაავადებული მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არ მიდის ექიმთან, ან იწყებს მკურნალობას და თავს ანებებს, ამით გამოჯანმრთელების რისკს იმცირებს. ასეთ შემთხვევაში ტუბერკულოზის მდგრადი ფორმა ვითარდება, რაც უფრო მეტ დანახარჯებსა და ძლიერ მედიკამენტოზურ მკურნალობას უკავშირდება – აცხადებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი.
ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ტუბერკულიოზის მიკრობაქტერია. დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს ჰაერით გადაეცემა. გავრცელების რისკი იზრდება, თუკი პაციენტი ხალხმრავალ ადგილას დახურულ სივრცეში იმყოფება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.