ონკო-ჰემატოლოგი სამცხე–ჯავახეთში კონსულტაციებს გამართავს (R)
სამცხე–ჯავახეთში, გერმანიაში მოღვაწე ონკო-ჰემატოლოგი, მოქალაქეებისთვის სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს.
26 აპრილს ახალციხის, 27 აპრილს კი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში, ონკოლოგიურ პაციენტებს კლინიკური ონკოლოგი და ევექსის ქსელის ონკოჰემატოლოგიური სამსახურის უფროსი აიდა გოზალოვა გასინჯავს.
თბილისიდან მოწვეულ ონკოლოგთან კონსულტაციის ღირებულება 50 ლარია.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 26 აპრილს 10:00 – 18:00 სთ-მდე, ხოლო ახალქალაქის ჰოსპიტალში 27 აპრილს 11:00-17:00 სთ-მდე გაიმართება.
კონსულტაციის მისაღებად წარმოებს პაციენტების წინასწარი ჩაწერა ევექსის ცხელ ხაზზე 2550505 ან *0505