კულტურა
მესხი მხატვრები მემორიალურ დაფებზე
ახალციხეში, კოსტავას 36 ნომერში, საცხოვრებელი სახლის ნაცრისფერ კედელზე, თეთრი მემორიალური დაფაა განთავსებული.
უძველესი საუკუნის ციხეები, ტაძრები და გამოქვაბულები, სადაც ქართველები მტრის შემოსევის დროს თავს აფარებდნენ, ღირსშესანიშნაობები, რომელთაც პირვანდელი სახე დაკარგული აქვთ - ის თემებია, რომლის შესახებაც მესხი ფიროსმანი, მიხეილ იაძე ნახატებს ქმნიდა. თვითნასწავლი მხატვრისთვის ,,ვეფხისტაყაოსანი“ ნამუშევრების შექმნის მთავარი მოტივი იყო. შოთა რუსთაველის პოემიდან აფორიზმები ამოიღო და ხელოვნების ნიმუშად აქცია. ნამუშევართა უმეტესობაც სწორედ 1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა.
,,სამშობლო და ,,ვეფხისტყაოსანი“ უყვარდა. ქვეყნის პატრიოტი იყო, ნამუშევრებსაც ამ თემებზე ქმნიდა“ - ყვება მისი შვილი ზურაბი.
ახლობლების თქმით, მიხეილისთვის ხატვა ჰობი იყო, გამოფენებზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია. პირველი ნახატი 25 წლის ასაკში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობისას შექმნა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „სვიმონ მეფის მიერ გორის აღება“ ამავე ინსტიტუტში ინახება.
ზურაბი იხსენებს, რომ ხატვა მამისთვის განტვირთვის საშუალებას წარმოადგენდა. მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულმა მუშაობა ფიზკულტურის კომიტეტის თავჯდომარედ დაიწყო. სამცხე-ჯავახეთისადმი დიდი სიყვარული გამო, ნამუშევრებს რაბათის, საფარის, ვარძის, თმოგვისა და მუსხის შესახებ ქმნიდა.
ნახატების გამოფენა და საზოგადოებისთვის მიხეილ იაძის შემოქმედები გაცნობა, მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. მშობლიურ კუთხეში მას მესხ ფიროსმანსაც უწოდებენ. 1987 წელს, ზურაბის ინიციატივით ნახატები მოსკოვში, სახალხო მიღწევათა გამოფენაზე წარადგინა და ოქროს მედლის ლაურეატიც გახდა.
მიუხედავად ნახატების სიმრავლისა, ხატვა მისთვის მაინც განტვირთვის საშუალება იყო. ათლეტური აღნაგობის მიხეილ იაძე პროფესიიით ტანმოვარჯიშე იყო.
,,სიკვდილამდე ვარჯიშობდა და ბევრი წარმატებული სპორტსმენი გაზარდა. ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა, ნიჭიერ ბავშვს თუ დაინახავდა, განურჩევლად ყველაფრისა ბოლომდე იხარჯებოდა, რომ კარგი მძლეოსანი ან მოკრივე გაეზარდა“ – იხსენებს მისი მეგობარი რეზო ანდღულაძე.
თავადაც წარმატებული სპორტსმენი წლების განმავლობაში ,,სპორტსაზოგადოებას“ ხელმძღვანელობდა და ყოველმხრივ ცდილობდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყო ხელი. სწორედ ამიტომ, ახალციხის ცენტრალურ სტადიონს 1998 წელს მიხეილ იაძის სახელი მიენიჭა.
სოფელ ღრელის მკვიდრი 1925 წლიდან 1985 წლამდე, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობდა.
,,მშვიდი, გაწონასწორებული და იღბლიანი იყო, 1942 წელს სამამულო ომში მოხალისედ წავიდა, ბერლინამდეც კი ჩავიდა და იქიდან საქართველოში ოთხის წლის შემდეგ დაბრუნდა უვნებელი, ყოველგვარი განაკაწრის გარეშე“ – იხსენებს მეგობარი.
მიხეილ იაძის მსგავსად მხატვრობისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა სომეხ ხელოვანს, ვაჰრან გაიფეჭიანს. მოსწავლეებს სახლში იბარებდა და ფერწერას, ფანქრით ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა. ვ. გაიფეჭიანი კითხულობდა ლექციებს და ატარებდა გასაუბრებს ხელოვნების ისტორიის შესახებ.
,,ნახატების გარდა ვაჰრამმა ახალციხის, ახალქალაქის, აბასთუმნისა და ადგილობრივი სოფლებისათვის 80 სააგიტაციო პლაკატი, ფერწერული ნამუშევრები და თეატრის სცენის ფარდები მოხატა. ფერმწერი, გრაფიკოსი და მხატვარი 1901 წელს ლაზარიანის აკადემიაში ორი წელი სამედიცინოზე, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა" – იხსენებს მხატვარი ალექსანდრე იგითხანიანი.
2012 წელს, ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, ვაჰრამ გაიფეჭიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე განთავსდა. ვაჰრამ გაიფეჭიანის ნამუშევრების პირველი ჩვენება 1907 წელს მოსკოვში მოეწყო.
დიდიმამიშვილის ქუჩა ის ადგილია, სადაც კიდევ ერთი საპატიო ახალციხელის - სერგო ქობულაძის ბარელიეფია გაიხსნილი. ცნობილი მხატვარი #32–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაიბადა და ახალციხეში ხუთ წლამდე ცხოვრობდა.
„სერგო ქობულაძე ერთადერთი მხატვარია საქართველოში, რომელიც საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსია. ახალგაზრდობა დღეს მისი ნახატებითა და გრაფიკით იზრდება. აუცილებელია, მათ იცოდნენ ვინ იყო სერგო“,- ამბობს რეზო ანდღულაძე.
მის სახელს არაერთი ცნობილი ტილო და გამოფენა უკავშირდება. ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა ბავშვობის წლებში გამოამჟღავნა. შვილის ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობდა დედა, რომელიც ხელსაქმის კარგი მცოდნე იყო.
„პირველ-მეორე კურსზე აკადემიაში მხოლოდ ხატვას გვასწავლიდნენ. პირველ კურსზე ხატვას გვასწავლიდა ი. შარლემანი, მომდევნო კურსზე კი ე. ლანსერე, ყველაზე მეტი ვისწავლე და შევიძინე გიგო გაბაშვილისაგან, რომელიც ფერწერას გვასწავლიდა. მისგან გავიგე პირველად, თუ რას ნიშნავს თბილი და ცივი ტონები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- იგონებდა თავად სერგო 1925-1930 წლებში.
ცნობილია, რომ 1932 წელს სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერის მხატვარი - სერგო ქობულაძე, თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია, ამ დროიდან კი მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან.
მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელსა და რუსთაველის სახელობის თეატრებში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“ და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა „სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი“.
გააზიარეთ :