ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება თბილისის თავისუფალი თეატრის პრემიერით ,,ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” დაიხურა. პიესის ავტორი და რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.
ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალი ახალციხეში შვიდ სექტემბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობa საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14-მა თეატრმა მიიღო. ახალციხელი მაყურებლისთვის სპექტაკლები თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმისა და მესხეთის თეატრალურმა დასებმა გამართეს.