7 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხეში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ფესტივალს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლით „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“ გახსნის.
წელს, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. მაყურებლისთვის სპექტაკლებს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმისა და მესხეთის თეატრალური დასები გამართავენ.
ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი 7–დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.