რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალ ,,არტ–გენში“ დღეს, 21 ივლისს ჩაერთვნენ. სამცხე–ჯავახეთმა კუთხის ფოლკლორი და რეწვის ნიმუშები, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე წარადგინეს.
ახალცხის მერის მოადგილის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას ახალციხიდან ანსამბლი ,,მესხეთი“ იღებს. მესხი მომღერლები საკუთარი რეპერტუარიდან რამოდენიმე სიმღერას შეასრულებენ.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები და წარმოდგენები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა–გაყიდვები.
არტ–გენის ფესტივალი, უკვე 10 წელია ყოველწლიურად იმართება. მის ძირითად მიზანს საქართველოს ხალხური ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.