საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ ინცირებული პროექტის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ. ისინი ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, ადგილობრივი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ნამუშევრები დაათვალიერეს. ღონისძიების ორგანიზატორის განმარტებით, მათი მიზანია ხელოვნების ნიმუშები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიონ, შეაგროვონ და მონიტორინგი გაუწიონ.
სამომავლოდ, ნამუშევრების ავტორებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი
ტრენინგები ჩაუტარდებათ.
კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,
მოეწყობა ადგილობრივთა ნამუშევრების გამოფენაც.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენელთა განამარტებით, პროექტის ფარგლებში ის რეგიონები შეირჩა, სადაც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება მაღალ დონეზეა წარმოდგენილი.