7-20 სექტემბერს ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
ადგილობრივ მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, ქვეყნის წამყვანი თეატრების შემოქმედება იხილოს. ფესტივალში მონაწილობას თავისუფალი თეატრი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშილის, მუსკომედიის, მოზარდმაყურებელთა თეატრი, პეტროს ადამიანის სახელობის, რუსთავის, გორის, ფოთის, ჭიათურის, ქუთაისისა და თელავის თეატრები მიიღებენ.
7 სექტემბერს ფესტივალს მიხეილ თუმანშვილის სახელობის კონომსახიობთა თეატრი გახსნის სპექტაკლით “ამბავი ვეფხისა და მოყმისა”. ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით “სანამ დაგვიძახებენ” დაიხურება.
თეატრში აბონემენტების შეძენა მაყურებელს პირველ აგვისტომდე შეუძლია.