ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლია სულუაშვილმა პრიზი მიიღო. მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეარტის სამხატვრო ხელმძღვანელს, აღნიშნული ჯილდო “კომედიის ფესტივალზე” გადაეცა. ქალაქ გორში გამართულ კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, თეატრებმა, როგორც რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდანაც მიიღეს.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინაციაში ლია სულუაშვილთან ერთად, წარდგენილი იყვნენ: თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთი ცხაკაია.
თეატრალური დასის გადაწყვეტილებით, წელს ფესტივალზე ახალციხიდან სპექტაკლი „აივანი“ გაიტანეს. ლია სულუაშვილის თქმით, გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმულმა თატრალურმა წარმოდგენამ მათ წარმატება უკვე მესამედ მოუტანა.
გორში “კომედიის ფესტივალი” მეორე წელია იმართება. 2014 წელს მესხეთის თეატრის დასმა სპექტაკლი, „მე მინდა კნეინა გავხდე“ დადგა. მაშინ მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის, პრიზი, მესხეთის თეატრის მოწვეულ მსახიობს კახა გოგიძეს გადაეცა. უმაღლესი ჯილდო – გრან–პრი, ასევე თეატრის დასმა მიიღო.