თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებელ აქციაში, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიც ჩაერთო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს, 19:00 საათზე თეატრალური დასი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, რომლის შემოსავალი მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
მაყურებელი, სპექტაკლს “იქ სადაც ჩემი სახლია” იხილავს, რომლის დამდგმელი რეჟისორიც კახა გოგიძეა.
მესხეთის თეატრი მაყურებელს აქტიურობისკენ მოუწოდებს.