დღეს,13 ივნისს 12:30 საათზე ახალციხის ციხის კომპლექსში საქველმოქმედო აქცია „გვირილობა“ გაიმართება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში რეწვის ოსტატთა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა მოეწყობა. ასევე შედგება სხვადასხვა სახის აქტივობა.
ღონისძიების წამყვანი ცნობილი ქართველი მსახიობი გუჯა ბურდულია. ადგილობრივების წინაშე ქ. თბილისის პანტომიმის თეატრი, თეა დარჩიას მოცეკვავეთა დასი, ჯემალ ადამაშვილის ჩოხოსანთა ანსამბლი, პოეტები: ერეკლე საღლიანი, დავით-ლუკა ქაფიაშვილი, ნიკა-თორნიკე გრიგოლია, მარიამ მირიანაშვილი, ეკა ქურხული, ედუარდ უგულავა, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ.ოპერისა და ბალეტის სოლისტი ნია გელაძე, ექიმი ლეილა გაფრინდაშვილი, ახალციხის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგებიან.