ახალციხელი მოსწავლის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება. შალვა გიორგაძემ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე–9 საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
მოსწავლის მიერ შექმნილმა ვერტმფრენის გადასარჩენმა მოწყობილობამ ჟიურის წევრთა აღიარება მოიპოვა. შალვა გიორგაძემ დღეს საკუთარ წარმატებულ გამოგონებაზე პრეზენტაცია პირველ საჯარო სკოლაში გამართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მშობლები დაესწრნენ. ავტორმა შეკრებილ საზოგადოებას კატაპულტირების უსაფრთხო სისტემის მუშაობის პრინციპი გააცნო. ამ გამოგონებით, საავარიო სიტუაციის დროს ვერტმფრენს ჩამოვარდნის საშიშროებას თავიდან ააცილებს. გამოგონების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში პარაშუტი იშლება, საჰაერო ტრანსპორტი მიწაზე ნელა და უსაფრთხოდ ეშვება.