ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს. რვა სტუდენტმა ნამუშევრები 5 კაციანი კომისიის წინაშე წარადგინეს და მუშაობის სტილსა და სპეციფიკაზე ისაუბრეს.
ხეზე და ქვაზე ნაკვეთი ორნამენტები, თექაზე შესრულებული ნამუშევრები და რელიგიური სიმბოლიკიანი ხალიჩები – ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულებმა, სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს. მათ კომისიის წინაშე ნამუშევრების შექმნის მიზანზე ისაუბრეს და მუშაობის სტილი და სპეციფიკა გაიხსენეს. სტუდენტებმა განმარტეს, რომ სემინარიაში მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ.
ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში დიპლომების დაცვას, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი დაესწრო. მეუფე თეოდორემ კურსდამთავრებულებს ნამუშევრები შეუფასა და რჩევები მისცა. მიტროპოლიტმა კურსდამთავრებულებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იქნება თუ პრაქტიკულ საქმიანობას თეორიულ ცოდნასაც დაუმატებენ.
წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც კურსდამთავრებულებმა, სადიპოლმო ნაშრომი სურვილისამებრ, შერეულ მასალაში შეასრულეს – აღნიშნა ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარიის პედაგოგმა. ბექა კოპაძის თქმით, სტუდენტებმა სამუშაოებს თავი წარმატებით გაართვეს.
ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარია, რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. სტუდენტები სამწლიანი კურსის განმავლობაში ხეზე და ქვაზე კვეთას, ლიღონზე, თექასა და მინანქარზე მუშაობას, ქარგვას, კერვასა და ხატწერას ეუფლებიან.