ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
19 და 20 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +29 და +28 გრადუსს, ღამით კი +14 და +15 გრადუსს უნდა ველოდოთ. წვიმს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსს ვარაუდობენ.
19 ივნისს მზიანი, ხოლო 20-ში წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +29 და +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 და +10 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ნალექს მხოლოდ ერთ დღეს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +27 და +26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +13 და +15 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +24 და +23 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +8 და +9 გრადუსი იქნება. 19 და 20 ივნისს წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +23 და +21 გრადუსს, ხოლო ღამით +9 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო, მაგრამ მოღრუბლული ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +24 გრადუსია, ხოლო ღამით +14 გრადუსი იქნება. 19 ივნისს წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +21 გრადუსია, ხოლო ღამით +12 და +11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც წვიმიან ამინდს მხოლოდ 20 ივნისს პროგნოზირებენ. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 და +33, ხოლო ღამით +21 და +20 გრადუსი დაფიქსირდება.