ახალციხის მკვიდრის მარი გიორგაძის დასახმარებლად ახალციხეში
საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება “თბილისის
სითიმ” გაუწია. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა და დედაქალაქიდან
ჩამოსულმა მომღერლებმა მიიღეს. კონცერტი მესხეთის სახელმწიფო
პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით,
ღონისძიებიდან დაახლოებით 8 000 ლარი შეგროვდა.
შეგახსენებთ, რომ მარი გიორგაძეს ლეიკემიის მწვავე ფორმა აღმოაჩნდა.
მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 200 000
ევრო ჯდება.
მსურველებს დახმარება კვლავაც შეუძლიათ თანხის გადარიცხვით, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
ბანკი კონსტანტა GE34CN0000036101444446 GEL, ლიბერთი ბანკი GE65LB0711177415987000GEL/USD/EVR, საქართველოს ბანკი GE59BG0000000340257900, პრივატბანკი GE88TPU249067354997696.
ტელეფონის ნომერი – 0901700076, რომელზე დარეკვაც მაგთისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ. ზარის ღირებულება 1 ლარია.