13 დეკემბერს ახალციხეს ცნობილი ტრიო “სიმი” ეწვევა.
ჯგუფი, მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, ახალციხელი მაყურებლისათვის კონცერტს გამართავს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურმა ჯგუფმა სოლო კონცერტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის 22 ნოემბერსაც გამართა.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მოწვევით ტრიომ ცნობილი კომპოზიტორების არაერთი სიმღერა შეასრულა.