19 ოქტომბერს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მორიგი ღონისძიება გაიმართება. ისტორიული კომპლექსის ქვედა ნაწილი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ,,სეუ“ –სთან არსებულ ანსამბლს უმასპინძლებს. კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სრული პროგრამით წარსდგება.
,,რეპერტუარში შედის ქართული- ხალხური ცეკვები და სიმღერები. ნომრები განსხვავებული ქორეოგრაფიით და მუსიკალური თანხლებით იქნება წარმოდგენილი. ეს არის თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც მხატვრული გაფორმების ელემენტებსაც შეიცავს. ახალციხელებს ლამაზ, დაუვიწყარ საღამოს ვპირდებით“ –განაცხადა ,,ექოსთან“ ღონისძიების ორგანიზატორმა, რატი ტვილდიანმა.
კონცერტი უფასოა და ის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.