ბერა ივანიშვილი ახალციხეს ესტუმრება. მომღერლის კონცერტისთვის მზადება ქალაქში მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისათვის, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი ხდება. კონსტრუქციის აგების გამო, ცენტრალური ქუჩა გუშინ საღამოს გადაიკეტა. მოსახლეობას ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზით უხდებათ.
ბერა ივანიშვილი ახალციხეს 3 ოქტომბერს ესტუმრება.