მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია. კულტურის სამინისტრომ, აღნიშნულ თანამდებობაზე თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი დაამტკიცა.
როგორც, ლია სულუაშვილი “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, იგი კულტურის სამინისტროში გუშინ დაიბარეს და გადაწყვეტილება გააცნეს, რომელზეც ხელი გურამ ოდიშარიამ ორი დღის წინ მოაწერა.
“კულტურის მინისტრს გუშინ შევხვდი და გადაწყვეტილებას გვეცანი. ვიცოდი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი მე ვიქნებოდი, თუმცა თეატრში ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი”_ ამბობს ლია სულუაშვილი.
ლია სულუაშვილი, მეხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას, სამინისტროდან სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.
იგი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებასთან ერთად, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის პოსტიდან გადადგომის შესახებ განკარგულებასც მიიღებს.
თემაზე “ექო”–ს გადამღები ჯგუფი მუშაობს და სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.