მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქართული ხალხური ცეკვისა
და სიმღერის ანსამბლებს უმასპინძლა. „მესხეთობა 2013″–ს ორგანიზება
„საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების
კავშირმა” გაუწია, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა.
თეატრის სცენაზე საკუთარი შემოქმედება ქვეყანაში არსებულმა 14-მა
რეგიონულმა ანსამბლმა წარმოადგინა.