დამოუკიდებლობის დღის კულტურული ღონისძიებები ახალციხის ციხეზე
13:33 / 27.05.2017
სადღესასწაულოდ გამზადებული ახალციხის ციხის პირველი სტუმრები პატარები იყვნენ.
ახალციხის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი – ""სიზმარში დაკარგული ქუდის ამბავი" წარადგინა. მაყურებლის სიმრავლის გამო, მსახიობებმა ორი სეანსი გამართეს.
ახალციხის ციხეზე მთელი დღე გაგრძელდა ადგილობრივი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ახალციხის ციხეზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც აღნიშნა. ციხის ზედა ნაწილში, მსახიობებმა მე–12 საუკუნე გააცოცხლეს. მათ შორის "ვეფხისტყაოსნის" სცენები – ნადიმი მეფის კარზე და ქაჯეთის ციხის აღება.
ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტმა ორ საათს გასტანა. ადგილობრივი შემსრულებლების შემდეგ, მაყურებლის წინაშე რომა რცხილაძე ბენდთან ერთად და ჯგუფი "მეტეხი" წარსდგა. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა. 26 მაისის კულმინაცია დასკვნითი ცეცხლოვანი შოუ და თეატრალიზებული წარმოდგენა იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.