დავით გასიტაშვილის დასახმარებლად გამართულ კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა
00:26 / 22.06.2017
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, ახალციხეში კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ადგილობრივ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებას მაყურებელი სავსე დარბაზით დახვდა. კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა. შესული თანხა მთლიანად გასიტაშვილების ოჯახს გადაეცემა.
ათასი ლარი კონცერტზევე გადაეცათ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიისგან, სოლიდური თანხით დაეხმარა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამცხე".
საქველმოქმედო კონცერტს ორგანიზება დავით გასიტაშვილის მეგობრებმა გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. ის მკურნალობის კურსს, ამ დრომდე თბილისში გადის.
მის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება პირველ ივნისსაც გაიმართა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.