კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს
"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.
29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.
"მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს" – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში