სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა დაიკლებს
11 და 12 იანვარს სამცხე-ჯავახეთის მთელს ტერიტორიაზე, უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი, თუმცა ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.
უფრო კონკრეტულად, ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +7 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 7 და მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +9 და +8 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -1 და 0 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 და -6 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც დღისით +5 და +7 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -2 და -5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +3 და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -6 და -9 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +2 გრადუსს, ხოლო ღამით -6 და -8 გრადუსს ვარაუდობენ.
დღეს მზე იქნება და დათბება რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 გრადუსია, ხოლო ღამით -7 და -6 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +3 და +1 გრადუსია, ხოლო ღამით -4 და -3 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და უნალექო ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 და +2 გრადუსი იქნება.