მედია
ბათუმის ტელეკომპანია TV 25 - მა მაუწყებლობა შეაჩერა
ბათუმის ადგილობრივმა ტელეკომპანია tv 25 მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირველი იანვრიდან შეჩერებულია საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური თოქ-შოუები, ასევე ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მაუწყებლობას მალე აღადგენს.
"მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ 25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ 25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.
P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს"- ნათქვამია tv 25 -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან მაუწყებლობა დროებით შეაჩერა ტელეკომპანია "ბორჯომმაც".
გააზიარეთ :