პოლიტიკა
,,სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი" – მამუკა მდინარაძე
პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ

ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ და დღეს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ამ შეხვედრებს დღეს სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

„ბატონი ბიძინა ხშირად ესწრება შეხვედრებს, მათ შორის შტაბთან შეხვედრებსაც. დღის განმავლობაში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა. ბევრი რამ არის შტაბში გადასალაგებელი, მათ შორის პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავთ ახალი სახეების შემოსვლას. ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს პატია თავის მუშაობას და შედეგებიც იქნება ადეკვატური. თქვენ ხედავთ რეაქციებს, ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლებელია დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები დაბრუნდნენ სადმე, რომელიმე რგოლში რაიმე თანამდებობაზე, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტად არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სამეგრელოს ტყის კადრები, ციხის კადრები, 10 000 ღამით, სამ საათზე გაღვიძებული ადამიანი, რომლებსაც გაახსენდათ, რომ დილამდე თუ ქონებას არ გადაუფორმებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გამორიცხული იყო, ვეღარ გაიღვიძებდა და ა.შ. ეს საზოგადოებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუმცა, პირველ ტურში, როგორც ჩანს, კარგად ამის გათვითცნობიერება ბოლომდე არ მოხდა. ჩვენც გვქონდა გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომუნიკაციების გაძლიერებას ვგეგმავთ, ასევე სოციალური პრობლემებზე მეტ ორიენტირებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და შესაძლოა, გუნდს ახალი წევრებიც დაემატოს.

„პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე. მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს ამ მიმართულებით მეტი დინამიკა, მეტი ტემპი სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა არის მოქალაქეებთან კოორდინაცია სწრაფად და მეტად განახორციელოს. ასევე, გარკვეული საკითხები დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მათ შორის კომუნიკაციის კუთხით. ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რასაც ვაკეთებთ, ისიც არ მიდის საზოგადოებამდე. მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა, რომელსაც კარგი ბექრაუნდი აქვს და იმედი გვაქვს, ეკონომიკური გუნდი შეძლებს იმ გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს, რომელიც მოსახლეობამ ამ არჩევნებზე გამოგვიგზავნა“, - განაცხადა მდინარაძემ.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook