პოლიტიკა
რესპუბლიკები კავშირიდან ისე უნდა გასულიყვნენ, როგორც შემოუერთდნენ - ვლადიმერ პუტინი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რესპუბლიკებმა რუსული მიწები თან გაიყოლეს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივ მედიასთან რუსეთის დროით 15:00 სთ გამართული ინტერვიუს დროს ისაუბრა.
,,საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, ორგანიზაციიდან გასვლის წესი გაწერილი იყო, თუმცა არ იყო გაწერილი პროცედურა, რაც კითხვებს აჩენს. როდესაც ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში გაწევრიანდნენ, მიიღეს დიდი რაოდენობით რუსული მიწები, ტრადიციული, ისტორიული რუსული ტერიტორია, თუმცა შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ ქვეყნებს რუსი ერის საჩუქარი და ისტორიული რუსული მიწები უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ისინი ეს არ მოიქცნენ", - აცხადებს კრემლის ლიდერი.
ისინი კავშირიდან ისე უნდა გასულიყვნენ, როგორც შემოურთდნენ - აღნიშნავს ვლადიმერ პუტინი.
გააზიარეთ :