საპარლამენტო მანდატებზე ალეკო ელისაშვილიც უარს აცხადებს
პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს.
"პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" იყო რეალურად პირველი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ, ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, უარი განაცხადა მანდატებზე, მედიების მეშვეობით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და მოუწოდა მთელს ოპოზიციურ სპექტრს, რომ გაეზიარებინათ "მოქალაქეების" ეს პოზიცია.
მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური ძალები გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "მოქალაქეები" ავრცელებს.
„ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეებს“ ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.