ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით - გახარია
"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.
,,ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. ახალს არაფერს ვამბობ. ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენ - ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება...მუნიციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო ახალი არჩევნები დღის წესრიგიდან მოიხსნება? - არ მოიხსნება.
შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ აი, გახარია პირველი როდის იტყვის, მან მიიღოს პირველი პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. მე ვამბობ ერთ რამეს: ჩვენ ვემზადებით, ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან, როდესაც შენ ხარ პოლიტიკური პარტია, მზად უნდა იყო არჩევნებისთვის, ჩვენ ასე ვმოქმედებთ",-განაცხადა გახარიამ.