პოლიტიკა
არა ფრენებს რუსეთში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული ავიაკომპანიის, „აზიმუტის“ მიერ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შესრულებულ პირველ რეისს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში. არა ფრენებს რუსეთში“, – წერს ზურაბიშვილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.
გააზიარეთ :