სამცხე-ჯავახეთში, გუბერნატორის მოადგილედ სერგი მუშკუდიანი დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის ახლად დანიშნული რწმუნებულის, ზაალ გელაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. სერგი მუშკუდიანი ქართული ოცნების წევრია.
ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ, ორმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა თანამდებობები დატოვეს. ადგილზე რჩება კიდევ ერთი მოადგილე ზურა ხაჩიძე.
ზაალ გელაშვილის რწმუნებულის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 6 მაისს გავრცელდა. ზაალ გელაშვილმა ბესიკ ამირანაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოდან იყო დანიშნული.