რელიგია
ფოკაში წმინდა ნინოს დღეს აღნიშნავენ (ფოტო/ვიდეო)

 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში. სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა იმ ადგილზე აღავლინა, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდა ნინომ შეისვენა.

ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ის ფოკაში შარშანაც იმყოფებოდა.

წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. ისინი ფეხით მსვლელობას მართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება. მრევლს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. 

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 31 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს. 

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 18 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 25 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4221
RUB
RUB
100
4.2811
TRY
TRY
1
0.4444
USD
USD
1
3.0465
AMD
AMD
1000
6.2887
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.