ყინვა და უნალექო ამინდი - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 - 19 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ყინვა და უნალექო ამინდი, ზოგან მზე.
18 და 19 მაისს ყინვა და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +15 და +16 გრადუსს, ღამით კი მინუს 2 და +2 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +15 და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 და +3 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +16 და +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 და +3 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +13 და +16 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით 0 და +2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ყინვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +10 და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -3 და -2 გრადუსი იქნება. ყინვა და მზიანი ამინდია ნინოწმინდაში. სინოპტიკოსები დღისით +8 და +10 გრადუსს, ხოლო ღამით -4 და -3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +12 და +13 გრადუსია, ხოლო ღამით - 4 და - 3 გრადუსი ყინვა იქნება. ყინვა და ელჭექია ბაკურიანშიც. ტემპერატურა +5 და +7 გრადუსია და ღამით - 5 და - 1 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 და +19 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +9 გრადუსი იქნება.