როდემდე გაგრძელდება ყინვა და თოვა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში 15 და 16 დეკემბერს, დაბალი ტემპერატურა და ქარია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +5, +10°; მთაში დღისით -1, +4°; მაღალმთაში დღისით -8, -3°.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ქარბუქი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -17, -12°, დღისით -6,-1°; მაღალმთაში ღამით -18, -13°, ზოგან -24°-მდე. დღისით -7, -2°, ზოგან -10°-მდე.
15 - 16 დეკემბერს ახალციხეში თოვა და ყინვაა ნავარაუდევი, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა -2 და -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -13 და -6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ყინვას და თოვლს უნდა ველოდოთ ბორჯომშიც, ორივე დღეს +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 და -3 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
ყინვა და თოვა იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით -2 და 0 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -9 და -10 გრადუსი იქნება. თოვს ადიგენშიც. სინოპტიკოსები დღისით -4 და 0 გრადუსს, ხოლო ორივე ღამით - 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რაც შეეხება ჯავახეთს - დღე უნალექოდ ჩაივლის ახალქალაქში, დღისით -5 და -2 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ორივე ღამით -12 გრადუსი. უნალექოდ ჩაივლის დღე ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით -6 და -3 გრადუსს, ხოლო ორივე ღამით აქაც -12 გრადუსს ვარაუდობენ.
15 და 16 ოქტომბერს თოვს რეგიონის კურორტებზე, აბასთუმანში, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა -4 და -1 გრადუსია, ხოლო ღამით -13 და -6 გრადუსი იქნება. ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით -2 და -3 გრადუსია, ხოლო ღამით -8 გრადუსია ნავარაუდევი.